თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა - საკრებულომ დოკუმენტი უკვე დაამტკიცა - Palitra News

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა - საკრებულომ დოკუმენტი უკვე დაამტკიცა

2024-12-24 13:50:42+04:00

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.

აღნიშნული ბიუჯეტის პროქეტი თბილისის საკრებულოში დამტკიცდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 27 წევრმა მიიღო. 27-ივემ მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი სხდომაზე არავინ არ იყო.

აღსანიშნია, რომ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.