თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა - Palitra News

თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა

2024-12-24 13:01:06+04:00

თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალაზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.