უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით - Palitra News

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით

2024-12-24 12:57:33+04:00

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება. რუსულ მედიასთან ინტერვიუში სიიარტომ განაცხადა, უნგრეთს საკუთარი პოზიცია არასოდეს დაუმალავს და ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა. მისივე თქმით, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მშვიდობის მისაღწევად და ქვეყნებმა მტრობას თანამშრომლობა უნდა ამჯობინონ.