თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს აწარმოებს - Palitra News

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს აწარმოებს

2024-12-24 12:56:48+04:00

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს აწარმოებს. მისი თქმით, უხარია, რომ სირიაში ხედავს მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს და თურქ ხალხთან კავშირები აქვთ. ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაიცავს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიას და თურქეთს რეგიონში ერთი მიზანი აქვთ- არ უნდა დაუშვან ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთ მუშათა პარტიის“ გაძლიერება.