უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. წინა დღეების მსგავსად დღესაც დღის განმავლობაში არაერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები გამართავენ. საღამოს კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია,- დემონსტრანტები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრანტების მსგავსად, უწყვეტი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი ფიქრობენ რომ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებას დათმობაზე წაიყვანს, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტია