საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საუბარს განაგრძობს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საუბარს განაგრძობს

2024-12-24 12:44:24+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საუბარს განაგრძობს. მათ შორის ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო და ყურადღება ახალი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. ევროპელმა პარტნიორებმა სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ნდობა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს პრეზიდენტს ნდობას უცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ამბობენ რომ ეუთო ოდირის დასკვნის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.