დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს - Palitra News

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს

2024-12-24 10:34:38+04:00

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

როგორც ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს, ეუთო-ოდირის დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ხმების ყიდვასთან დაკავშირებით“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.