ალბანეთის ოპოზიციის ლიდერი სალი ბერიშა, რომელიც შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს - Palitra News

ალბანეთის ოპოზიციის ლიდერი სალი ბერიშა, რომელიც შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს

2024-12-24 09:39:48+04:00

ალბანეთის ოპოზიციის ლიდერი სალი ბერიშა, რომელიც შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. ტირანას ქუჩებში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლისას ბერიშამ მოქალაქეებს ტირანის მთავარი გზების გადაკეტვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აქციაზე მცირე შეტაკებები მოხდა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ბერიშამ „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ითხოვს დროებითი მთავრობის შექმნას 11 მაისს დაგეგმილ რეგულარულ საპარლამენტო არჩევნებამდე. ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, 80 წლის ბერიშა 2023 წლის დეკემბერში შინაპატიმრობაში მოათავსეს. მას სექტემბერში ბრალი 2005-2009 წლებში პრემიერ-მინისტრის პირველი ვადის დროს თავისი გავლენის გამოყენებაში სიძისთვის მომგებიანი სამშენებლო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარების გამო წაუყენეს.