საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეოთხე მთავრობა წარადგინა - Palitra News

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეოთხე მთავრობა წარადგინა

2024-12-24 09:39:12+04:00

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეოთხე მთავრობა წარადგინა. საფრანგეთის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო იქნება, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, ხოლო ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარდი დაიკავებს. 73 წლის ფრანსუა ბაირუ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ კვირას, მას შემდეგ დანიშნა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში მის წინამორბედს, მიშელ ბარნიეს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.