რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოს ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და ქალაქ მილეროვოსთან რვა დრონი ჩამოაგდეს. პირველადი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ადგილზე შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როსტოვის ოლქის თავზე ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მილეროვო არის ერთ-ერთი ტერიტორია, საიდანაც რუსული ჯარები, უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროს, დრონებს უშვებენ.