საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უწყვეტი თავდასხმები აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. სოციალურ ქსელში განმოქვეყნებულ განცხადებაში რიში აღნიშნავს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს.