პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - Palitra News

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

2024-12-24 09:32:58+04:00

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო, რაც კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. „შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტი ამ საკიტხებზე ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.