საქართველო უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტის 26-ე დღეს, დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე მსვლელობა გაიმართა. დღეს, დემონსტრანტები პროკურატურის შენობასთან კიდევ ეთხელ შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში ასევე გაიმართა ფერმერების, ემიგრანტი მშობლების, დევნილთა, ფილოსოფოსთა და ონკო-პაციენტთა მარში. ამ წუთებშ კი პროტესტის ეპიცენტრი კვლავ რუსთაველის გამზირი ინაცვლებს, სადაც აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. კვლავ უცვლელია მათი მოთხოვნები - დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები.