ნატო-ს გენერალური მდივნი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს. მარკ რუტემ განაცხადა, რომ ის, შოლცისგან განსხვავებით, უკრაინას ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის და შეზღუდვებს მათ გამოყენებაზე არ დააწესებს. კიევში იმედგაცრუების მიზეზი გერმანიის მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე უარი გახდა. ნოემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან პანდორას ყუთი გახსნა, რაც ძირს უთხრიდა ვლადიმერ პუტინის იზოლაციის მცდელობებს და უკრაინაში ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას.