აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესებით იმუქრება - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესებით იმუქრება

2024-12-23 20:49:59+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესებით იმუქრება, თავად პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო კი აცხადებს, რომ პანამის არხის და მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და მომავალშიც ასე იქნება. მისივე თქმით, პანამის დამოუკიდებლობის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და ჩინეთს არხის ადმინისტრაციაზე გავლენა არ აქვს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს არხი "არასწორ ხელში" მოხვდეს, რაშიც მან ჩინეთის პოტენციური გავლენა იგულისხმა. როგორც მან აღნიშნა, არხი შეერთებულმა შტატებმა პანამას და პანამელ ხალხს გადასცა, მაგრამ გარკვეული დებულებებით. „თუკი ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული არ იქნება დაცული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ პანამის არხი სრულად და სწრაფად“, - აღნიშნა ტრამპმა.