არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან, პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან, პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ

2024-12-23 20:43:12+04:00

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან, პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული 30-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა, მოგვიანებით კი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეცვალა, როცა საქმე პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილსა და არასრულწლოვან ბიჭს ეხებოდა. არასამთავრობოე ორგანიზაციები აქვეყნებენ მონიტორინგის შედეგებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს ეხება. მათი შეფასებით, სასამართლო პროცესები მიკერძოებულობის ნიშნებს ავლენს და ხშირად მმართველი პარტიის დავალებების შესრულებას ემსახურება, რაც, მათივე შეფასებით, სამართლიანობისა და სამართლის პრინციპებს საფრთხეს უქმნის.