ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2024-12-23 20:40:26+04:00

ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენები მთავრობის ადმინისტრაციაში თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება, ნაწილი კი ამბობს, რომ ვითარების განსამუხტად ახალი არჩევნებია საჭირო და ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. მას შემდეგ, რაც საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, შეიქმნა „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა“, რომელზეც კომპანიები ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პოზიციას აფიქსირებენ. ამ დრომდე ამ მოთხოვნას 2200-ზე მეტი კომპანია მხარს უჭერს.