საერთაშორისო პარტნიორები „ქართული ოცნების“ ნაბიჯების საპასუხოდ, სანქცირების პოლიტიკის გაფართოებაზე მსჯელობენ. შესაძლოა თუ არა, რომ ვიხილოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები? - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაზუსტებით ვერ პროგნოზირებენ, თუ ვის შეიძლება დაუწესდეს დამატებითი სანქციები „ქართული ოცნებიდან“. ამავდროულად, მმართველი პარტიაში სანქციებთან დაკავშირებით აქამდე არსებულ რიტორიკას ცვლიან.