საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

2024-12-23 20:33:53+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთ ქალ მსჯავრდებულს.