ქვეყანაში არსებული ვითარება და საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება - აღნიშნულ საკითხზე მესამე სექტორის წარმომადგებლები საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან და ქმედით ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგანაც ელიან. მესამე სექტორის განცხადებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია, არსებული ვითარებიდან გამოსავალი კი ხელახალი არჩევნებია.