ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს აგრძელებენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს აგრძელებენ

2024-12-23 20:32:33+04:00

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს აგრძელებენ. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი ნაბიჯები და რა ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას სალომე ზურაბიშვილის როლზეც ამახვილებენ. ისინი დადებითად აფასებენ შეთავაზებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და გამოსავალზე ისაუბრა.