თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი - Palitra News

თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი

2024-12-23 16:10:26+04:00

თბილისში მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 25 წლამდე ბიჭი. ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი.

შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.