რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის "ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება" დაიწყო - Palitra News

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის "ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება" დაიწყო

2024-12-23 15:49:41+04:00

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის "ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება" დაიწყო. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ავრცელებს. „ჩერნომორენერგოს“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთიდან მიწოდების დაწყების შემდეგ ამოქმედდა ელექტროენერგიის მიწოდების მანამდე არსებული გრაფიკი, რომელიც 1 ნოემბრიდან მოქმედებდა და ითვალისწინებდა ოთხსაათიან შეზღუდვას, ორ-ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გუმბას თავის კანდიდატურა აქვს დასახელებული დე ფაქტი პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 15 თებერვალსაა დანიშნული.