ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება

2024-12-23 15:41:24+04:00

ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საკითხზე სალომე ზურაბიშვილი მზადაა ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნების წევრებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. თუმცა არის თუ არა საპასუხო მზაობა თავად მმართველი გუნდის მხრიდან? შეთავაზებას კონკრეტული და ოფიციალური პასუხით ქართულ ოცნება ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია. თუმცა ის, რაც უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ტრადიციულად გვესმის კვლავ სალომე ზურაბიშვილისა და ოპონენტების კრიტიკაა. ამის საპასუხოდ საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერაა.