ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში - საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება თუ ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი? დოკუმენტმა ქვეყნის შიგნით მოსაზრებები ორად გაყო. ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს და ამ პირობებში ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.ქვეყნის შიგნით პოლარიზებული გარემოს პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ სანქცირების პოლიტიკის გაფართოებაზე მსჯელობენ. შესაძლოა თუ არა ვიხილოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი მექანიზმები?