ირაკლი კუპრაძე - სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

2024-12-23 15:33:48+04:00

ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საკითხზე სალომე ზურაბიშვილი მზადაა ორბელიანების სასახლეში ქართული ოცნების წევრებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. თუმცა არის თუ არა საპასუხო მზაობა თავად მმართველი გუნდის მხრიდან? შეთავაზებას კონკრეტული და ოფიციალური პასუხით ქართულ ოცნება ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია. თუმცა ის, რაც უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ტრადიციულად გვესმის კვლავ სალომე ზურაბიშვილისა და ოპონენტების კრიტიკაა. ამის საპასუხოდ საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერაა.