ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება - Palitra News

ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება

2024-12-23 13:20:53+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. მთავრობის მეთაურსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა შორის შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ბიზნეს სექტორში აზრი ორად გაიყო. ამ ეტაპისთვის 2200 ქართული ბიზნესი სიტუაციის დეესკალაციისთვის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ნაწილი კი პეტიციის ხელმოწერაზე უარს აცხადებს. ცარო კირვალიძე მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მხარეებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.