ჩრდილოეთი კორეა რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად ემზადება - Palitra News

ჩრდილოეთი კორეა რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად ემზადება

2024-12-23 12:31:20+04:00

ჩრდილოეთი კორეა რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ დღეს, უცხოური გამოცემა სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება . სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000 სამხედრო . უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სამ დღეში რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 77 და დაჭრილია 40-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად. პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთმა კორეამ ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.