1. საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას უკვე 2 200 ქართული ბიზნესი ითხოვს. თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალ სოციალურ და ეკონომიკურ საფრთხეს ქმნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა კი ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლებაა.