რას აცხადებენ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნაზე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები? - Palitra News

რას აცხადებენ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნაზე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები?

2024-12-23 12:28:05+04:00

ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნის შემდგომ ახალი არჩევნების ჩატარებაზე ახლა უკვე ამერიკელი კონგრესმენებიც ალაპარადნენ. საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებით, ეუთო-ოდირის დოკუმენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს. ისინი ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ სანქცირების პოლიტიკის გაძლიერებას ითხოვენ. ვიდრე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური აქტორები მორიგ შემზღუდავ მექანიზმებზე მსჯელობენ, ისინი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ასახელებენ.