დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე - ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი - Palitra News

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე - ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

2024-12-23 10:25:35+04:00

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს.

„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს - და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას - მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რაც ამ ომს საშინელს ხდის არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.