დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს

2024-12-23 09:21:44+04:00

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის შეტაკებებისას დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა იზრდება, რაც ამ ომს საშინდელს ხდის. დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა,რაც არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს დაიწყებოდა.