საერთაშორისო პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ - Palitra News

საერთაშორისო პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

2024-12-23 09:19:08+04:00

საერთაშორისო პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და იქვე დასძენს, რომ ქართველი „პრემიერი“, რომელიც გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. ფრანგი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „არ დაუშვებენ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტს "ეყოფა გონიერება" არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი. "ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.