საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება ქართულ ოცნებას - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართული ოცნების სხვა წევრებს ორბელიანების სასახლეში ხელახალი არჩევნების შესახებ მოსალაპარაკებლად ეპატიჟება. მისი თქმით, განსახილველი საკითხი მხოლოდ ერთია, მოსალაპარაკებლად დრო კი ცოტაა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს,რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. საქართველოს რიგით მე-5 პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ეპატიჟება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.