ოპოზიციური ძალების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაჟღერებულ ინიციატივას მიესალმება, თუმცა დარწმუნებულია რომ ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ირაკლი კობახიძე შეთავაზებას არ დათანხმდებიან და ორბელიანების სასახელში მოსალაპარაკებლად არ მივლენ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილთან რაიმე სახით დიალოგის საჭიროებას მკაფიოდ გამორიცხავს. ვიდრე მმართველი გუნდის მისამართით გაჟღერებული პრეზიდენტის შეთავაზების ბედი გაურკვეველია, ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს გააგრძელებენ, რათა საზოგადოებას ხელახალი არჩევნების გეგმა გააცნონ.