სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს ორბელიანის მოედანზე სცენიდან მიმართა - ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ - მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია - Palitra News

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს ორბელიანის მოედანზე სცენიდან მიმართა - ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ - მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

2024-12-22 19:33:55+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლოდ დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არავის აქვს უფლება, რომ სცენა დააპატიმრონ.

„მადლობა მინდა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.