სალომე ზურაბიშვილი - ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა

2024-12-22 12:05:03+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა.

„საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, „ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.