ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში

2024-12-21 20:33:11+04:00

ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პრემიერ მინისტრის შემდეგ ეუთო ოდირს ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე უხდის მადლობას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით , ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. მათი თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის ახალი არჩევნების დასანიშნად. ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლები.