უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

2024-12-21 20:28:28+04:00

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 113 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში დრონების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, არიან დაშავებულები.