მაგდებურგში, საშობაო ბაზარში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია - Palitra News

მაგდებურგში, საშობაო ბაზარში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია

2024-12-21 20:25:00+04:00

მაგდებურგში, საშობაო ბაზარში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, აქედან 40 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციაში დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 1974 წელს დაბადებული ექიმი-ფსიქიატრია საუდის არაბეთიდან. ის გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს. ტრაგედიის შემდეგ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა. კანცლერმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა და დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.