დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას აგრძელებს - Palitra News

დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას აგრძელებს

2024-12-21 20:24:27+04:00

დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას აგრძელებს. აშშ-მა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე, გლობალური მაგნეტსკის სიაში შეიყვანა. მთავრობის წევრები სანქციებს, რომლებიც მაღალჩინოსნებს დაუწესეს, უღირს ქმედებად მოიხსენებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ მაგნეტსკის სიაში შესვლა პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ შეზღუდულ პირებს, არამედ მთლიანად მთავრობას.