განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს განათლების ხარისხთან დაკავშირებით და ამტკიცებენ, რომ ქართული დიპლომები ევროპულ სივრცეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა , 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა.