საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს - Palitra News

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს

2024-12-21 20:17:54+04:00

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს. ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული კუსიდან მობრუნებამ წვრილი ბიზნესები, მათ შორის ტურიზმის სექტორი უკვე დააზარალა. მათი თქმით, მცირე ბიზნესის დაქვეითება მსხვილ ბიზნესზეც აისახება, შესაბამისად საქართველოში ინფლიაციის დონე აიწევს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური ნიშნული მკვეთრად დაეცემა.