„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. The Times of Israel-ის ინფორმაციით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო დღეს დილით განგაშის ხმა მთელ ცენტრალურ ისრაელში ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. „ჰუსიტების“ ოფიციალური პირის, ჰეზამ ალ-ასადის განცხადებით, „ისრაელის თავდაცვის სისტემების წარუმატებლობა ნიშნავს, რომ სიონისტური მტრის გული დაცული აღარ არის“.