გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა. გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგს, სადაც 20 დეკემბერს საღამოს საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შევარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიც ეწვევა. მაგდებურგში საშობაო ბაზარში ავტომობილი შევარდა, რის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ბავშვია. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 მძიმედ. გამოცემა შპიგელი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის კაცი დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. ის საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას გამოხატავდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.