პრემიერ მინისტრის შემდეგ ეუთო ოდირს ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე უხდის მადლობას - Palitra News

პრემიერ მინისტრის შემდეგ ეუთო ოდირს ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე უხდის მადლობას

2024-12-21 15:44:04+04:00

პრემიერ მინისტრის შემდეგ ეუთო ოდირს ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე უხდის მადლობას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით , ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. მათი თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის ახალი არჩევნების დასანიშნად. ოპოზიციის პოზიციას იზიარებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.