უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება - Palitra News

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება

2024-12-21 12:55:13+04:00

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონით დაარტყეს, დაჭრილია 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსში შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სახლის მდგომარეობისა და ადგილობრივების განსახლების საკითხის შესწავლა.