გერმანიაში საშობაო ბაზარში მანქანა შევარდა - Palitra News

გერმანიაში საშობაო ბაზარში მანქანა შევარდა

2024-12-21 12:52:29+04:00

გერმანიაში საშობაო ბაზარში მანქანა შევარდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო. dailymail-ის ინფორმაციით, საშობაო ბაზარში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული არის ექიმი საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ალ-აბდულ მოჰსენი, ფსიქიატრია და ქალაქ ბერნბურგში ცხოვრობდა.