ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ. 19 საათზე კი მოქალაქეები ისევ პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.