დასავლეთის სანქციები კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, აშშ-მა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე, გლობალური მაგნეტსკის სიაში შეიყვანა. საკითხს აფასებენ როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში. მთავრობის წევრები სანქციებს, რომლებიც მაღალჩინოსნებს დაუწესეს, უღირსად მოიხსენებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ მათ ოპონენტებს. ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ მაგნეტსკის სიაში შესვლა დიდ პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ შეზღუდულ პირებს, არამედ მათ თანამშრომლებსა და მთავრობას.